საჩუქარი ერთ ყუთში

სასაჩუქრე ბოქსი

სასაჩუქრე ბოქსი მაშინაა საუკეთესო არჩევანი, როცა გინდა, რომ საჩუქარი დასრულებული და გააზრებული გამოიყურებოდეს. ღვინო, ტკბილეული და ბარათი ერთად — შეფუთული და მიწოდებისთვის მზად.

რა შეიძლება შედიოდეს ბოქსში

კახური ღვინო

ერთი ან რამდენიმე ბოთლი ჩვენი კოლექციიდან — საფერავი, რქაწითელი, მწვანე ქვევრი ან კინძმარაული.

შოკოლადი და ტკბილეული

მაცის შოკოლადი — ღვინოსთან შერჩეული გემოვნური წყვილი.

ვისთვის ვამზადებთ სასაჩუქრე ბოქსებს

კომპანიებისთვის. ახალი წელი, პარტნიორების დაჯილდოება, კონფერენციის სტუმრები — ერთიანი ბრენდირებული ბოქსები, კომპანიის ლოგოთი ეტიკეტზე და ბარათზე.

პირადი შემთხვევებისთვის. ქორწილი, დაბადების დღე, იუბილე, მადლობის თქმა — ბოქსი, რომელიც კონკრეტული ადამიანისთვისაა შედგენილი.

როგორ შევუკვეთო

  1. მოგვწერე რა შემთხვევისთვისაა

    ღონისძიება, სტუმრების რაოდენობა და სასურველი ბიუჯეტი.

  2. შევარჩევთ შიგთავსს

    შემოგთავაზებთ ღვინის, ტკბილეულისა და ბარათის კომბინაციას.

  3. დაამტკიცებ დიზაინს

    ეტიკეტისა და ბარათის მაკეტს გამოგიგზავნით დასამტკიცებლად.

  4. მიიღებ მზა ბოქსებს

    შევფუთავთ და მოგიტანთ შეთანხმებულ ვადაში.

ხშირად დასმული კითხვები

რამდენი ბოქსის შეკვეთა შემიძლია?

შეგიძლია როგორც ერთი ბოქსი პირადი საჩუქრისთვის, ისე დიდი კორპორატიული პარტია. ზუსტი პირობები რაოდენობაზეა დამოკიდებული.

შემიძლია თავად ავარჩიო რა შედიოდეს ბოქსში?

დიახ. ბოქსის შიგთავსი ინდივიდუალურად დგება — მოგვწერე რა შემთხვევისთვისაა საჩუქარი და ერთად შევარჩევთ.

კომპანიის ლოგოს დადებას თუ შეძლებთ?

დიახ. ლოგო შეიძლება განთავსდეს როგორც ბოთლის ეტიკეტზე, ისე ბარათზე.

მიწოდება ხდება?

დიახ, მიწოდება საქართველოს მასშტაბით ხდება. ვადა შეკვეთის მოცულობაზეა დამოკიდებული.

იხილე ასევე

შევადგინოთ შენი სასაჩუქრე ბოქსი

მოგვწერე რა შემთხვევისთვისაა საჩუქარი და შემოგთავაზებთ მზა ვარიანტს.

შეადგინე შენი ბოქსი